Saturday, June 21, 2014

ფოტოგრაფი: ევგენი ხალდეი


ევგენი ხალდეი-დაიბადა ქალაქ იუზოვკაში, დონეცკში  23 მარტს 1917 წელს . 13 მარტს 1918 წელს ებრაელთა გარღვევის დროს მოკლეს მისი დედა და ბაბუა და თვიტონ პატარა 1 წლის ევგენი იყო დაჭრილი მკერდის არეში, მას გაუმართლა იგი გადარჩა.
სწავლობდა ხედერში, 13 წლის ასაკში დაიწყო მუშაობა ქარხანაში. 13 წლის იყო როდესაც მან გადაიღო თავისი პირველი ფოტო, თვითნაკეთი აპარატით. 18 წლის ასაკიდან დაიწყო მუშაობა ფოტოკორესპონდენტად !


1939 წლიდან მუშაობდა «Фотохроники ТАСС» ში. გადაღებული აქვს დნეპროროსტოი, რეპორტაჟი ალექსეი სტახონოვზე. წარმოადგენდა რედაქცია ТАСС სამხედრო-საზღვაო ფრონტზე სამამულო ომის პერიოდში. ყველა 1418 ომის დღე მან გაიარა თავისი “LEICA” ფოტოაპარატით, “მურმანსკიდან ბერლინამდე”.  გადაიღო პარიზში გამართული საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, იაპონელების დამარცხება შორეულ-აღმოსავლეთში, დიდი კონფერენცია პოდსტამში, დროშის აწევა „რეიხსტაგზე“, ხელმოწერა დოკუმეტის გერმანიის კაპიტულაციაზე.
ნიურბერგის პროცესზე ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება იყო ევგენი ხალდეის ფოტოები.
მიიღო მონაწილეობა სევასტოპოლის განთავისუფლებაში, ნოვოროსიისკზე თავდასხმა, კერჩი, რუმინეთის განთავისუფლება, ასევე ბულგარეთის, იუგოსლავიის, ავსტრიის და უნგრეთის.
ომის მერე შექმნა გალერეა ’’სურათები ფრონტოვიკების მშვიდობიან შრომაში“.
1995-წელს “პერპენინიანეში“(საფრანგეთი) საერთაშორისო ფესტივალზე ფოტოჟურნალისტიკაში „ევგენი ხალდეის“ მიენიჭა ყველაზე საპატიო ჯილდო მსოფლიო ხელოვნებაში-ტიტული(სახელწოდება)-“რაინდის ორდენი ხელოვნება და ლიტერატურა“.
1997-წელს გამოვიდა წიგნი სახელწოდებით “მოწმე ისტორია. ევგენი ხალდეის ფოტოები“ ამერიკული გამომცემლობა «Aperture». ასევე 1997 წლის მაისში შედგა 60 წუთიანი ფილმის პრემიერა სახელწოდებით “ევგენი ხალდეი-სტალინის ეპოქის ფოტოგრაფი“.
გარდაიცვალა ამავე წელს 1997წ – 6 ოქტომბერს 80 წლის ასაკში.
ევგენი ხალდეიმა დატოვა ძალიან დიდი კვალი მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ფოტოგრაფიაში და საერთოდ ფოტოგრაფიის ისტორიაში თავისი შრომა კი შეუფასდა,ნამდვილად ღირსეული ფოტოგრაფი იყო !
გერმანელების მიერ მოკლული, საბჭოთა სამხდრო ტყვეები 1943 წ თებერვალი როსტოვი







No comments:

Post a Comment