Friday, June 20, 2014

დედამიწის ყველაზე საშიში ადგილები

1. თოჯინების კუნძული მექსიკა
თოჯინების კუნძულის შემქმნელი დონ ჟულიან სანტანაა. სანტანამ კუნძულზე 50 წელიწადი გაატარა და 2001 წელს გარდაიცვალა. კუნძულზე ცხოვრების განმავლობაში მან შემზარავი თოჯინების კოლექცია მოაგროვა. თოჯინები დანაწევრებული და გატეხილია, ისინი ხის ტოტებზე კიდია. მართალია, სანახაობა საშიშია. კუნძულის ისტორიის სხვადასხვა ვერსია არსებობს, თუმცა ყველა მათგანი ერთ ისტორიას ეფუძნება, რომ დონ ჟულიან სანტანამ თოჯინები პატარა გოგონას მიუძღვნა, რომელიც წყლის არხში დაიხრჩო. მას სურდა, გოგონას მეგობარი სათამაშოები ჰყოლოდა.
 

2. სედლეცის სამარხი
ესაა კათოლიკური სამლოცველო სედლეცში, ჩეხეთის რესპუბლიკაში. სამარხის ინტერიერი 40 000 ადამიანის ჩონჩხისგანაა შექმნილი. ყველაზე ღირსშესანიშნავი ქმნილება, რომელიც ადამიანის ძვლებისგანაა შექმნილი, არის ჭაღი და შვარცენბერგის არისტოკრატების ოჯახის გერბი. ძვლები იმ კათოლიკეებს ეკუთვნით, რომლებიც სედლეცში დამარხვას მოითხოვდნენ, მას შემდეგ, რაც სედლეცის აბატი 1278 წელს იერუსალიმში წავიდა და გოლგოთის მიწა ჩამოიტანა, იმ ადგილის, სადაც იესო ქრისტე ჯვარს აცვეს. საბოლოოდ იმდენ ადამიანს მოუნდა გოლგოთის მიწაში დამარხულიყო, სამლოცველო სამარხად იქცა. მე–16 საუკუნეში ადრე დამარხულები ამოთხარეს და სივრცეში გადაანაწილეს. 

ETANEWS

3. აიოკიგაჰარას ტყე, იაპონია
ტყე ფუჯის მთის კალთაზე მდებარეობს და მას ხანდახან "ხეების ზღვას" და "სუიციდის ტყეს" უწოდებენ. 2010 წელს აღნიშნულ ტყეში 54 სუიციდის შემთხვევა დაფიქსირდა. მაგნიტური რკინით გაჯერებული ნიადაგის გამო კომპასი ტყეში უფუნქციო ხდება.

ETANEWS

4. აკოდესავას კერპების ბაზარი, ლომე, ტაგო
ყველაზე დიდი ბაზარი, სადაც შეგიძლიათ სხვადასხვა თილისმა, მაგალითად, ნიანგის კუდი, შიმპანზეს ხელები, ძვლები და სხვა დანარჩენი საგნები შეიძინოთ, რომელიც ვუდუს რიტუალებისთვისაა საჭირო. ვუდუ მონოთეისტური რელიგიაა, რომელიც კარიბის ზღვის კუნძულებზე წარმოიშვა.

ETANEWS

5. ჩერნობილის მიტოვებული პარკი 
მიტოვებული პარკი უკრაინის ქალაქ პრიპიატში მდებარეობს. 1986, წელს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიის შემდეგ ქალაქი სწრაფი ევაკუირება მოხდა. Pარკს გარასთობი ფუნქცია ცხადია აღარ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ავარიიდან 27 წელი მეტი გავიდა, რადიაციის ფონი ადგილზე კვლავ მაღალია. 

ETANEWS

6. საბრძოლო გემის კუნძული, ნაგასაკი იაპონია
კუნძული მდებარეობს ქალაქ ნაგასაკიდან 15 კილომეტრის დაშორებით და ის ერთ-ერთია 505 დაუსახლებელი კუნძულიდან ნაგასაკის პრეფექტურაში. 
კუნძული 1887—1974 წლებში ქვანახშირის მომპოვებელ-საწარმო დასახლებას წარმოადგენდა. 1974 წელს მიატოვეს, მას შემდეგ, რაც ნახშირის მაღაროები დაიხურა. იგი ყველაზე დაუსახლებელ ადგილად ითვლება დედამიწაზე. 2009 წლამდე კუნძული სრულიად დახურული იყო, თუმცა 2009 წელს მოგზაურებს შესვლის უფლება მისცეს. 

ETANEWS

7. გონჯიამის ფსიქიატრული კლინიკა, კორეა
მიტოვებული ფსიქიატრიული კლინიკის ისტორია საშინელებათა ფილმის სცენარისთვის იდეალური ვარიანტია. ადგილობრივი ლეგენდის მიხედვით, 10 წლის წინ იდუმალებით მოცულ ვითარებაში პაციენტები იღუპებოდნენ, რის გამოც კლინიკა საბოლოოდ დახურეს. 

ETANEWS

No comments:

Post a Comment