Friday, June 20, 2014

როგორ მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე ინტერნეტ-დამოკიდებულება?


ტერმინში „ჩვევა“ ჩვენ ვგულისხმობთ სუბიექტის ლტოლვას გარკვეული კმაყოფილების შეგრძნებისაკენ. ამასთანავე სუბიექტი ვერ ახერხებს გაუმკლავდეს ამ სწრაფვას, ის გრძნობს განსაზღვრული მოქმედების აკვიატებულ სურვილს, რომელიც შესაძლოა საზიანო იყოს როგორც სუბიექტისთვის, ასევე გარშემომყოფებისთვის. დამოკიდებულების ყველა ფორმას, ისევე როგორც ჩვენს მიერ განსახილველ ინტერნეტ-დამოკიდებულების შემთხვევას, ახასიათებს კმაყოფილების შეგრძნების ძიება, ამ შემთხვევაში – ინტერნეტით სარგებლობისას. შედეგად, იზრდება დრო, რომელიც ამ შეგრძნების მისაღწევად იხარჯება. ამასთანავე, ინტერნეტის უქონლობა შესაძლოა სტრესული სიტუაციის ტოლფასი იყოს.

საკენ. ამასთანავე სუბიექტი ვერ ახერხებს გაუმკლავდეს ამ სწრაფვას, ის გრძნობს განსაზღვრული მოქმედების აკვიატებულ სურვილს, რომელიც შესაძლოა საზიანო იყოს როგორც სუბიექტისთვის, ასევე გარშემომყოფებისთვის. დამოკიდებულების ყველა ფორმას, ისევე როგორც ჩვენს მიერ განსახილველ ინტერნეტ-დამოკიდებულების შემთხვევას, ახასიათებს კმაყოფილების შეგრძნების ძიება, ამ შემთხვევაში – ინტერნეტით სარგებლობისას. შედეგად, იზრდება დრო, რომელიც ამ შეგრძნების მისაღწევად იხარჯება. ამასთანავე, ინტერნეტის უქონლობა შესაძლოა სტრესული სიტუაციის ტოლფასი იყოს.


კონტროლის ამგვარი დაკარგვა, რომელიც ინტერნეტ-დამოკიდებულებაშიჩავარდნილ ადამიანს ემართება, უდავოა. ბოლო გამოკვლევების სტატისტიკური მონაცემების შესწავლით, და ასევე იმ თანამედროვე სოციალური რეალობის გახსენებით, რომელშიაც ჩვენ ყველანი ვიმყოფებით, ვრწმუნდებით, რომ თანამედროვე საბერძნეთში ინტერნეტის გამოყენება შეეზარდა მოზარდთა ყოველდღიურ ცხოვრებას და კოლოსალური მასშტაბები მიიღო. ნათქვამის სამართლიანობაში რომ დავრწმუნდეთ, მოვიყვანთ ფსიქიკური ჯანმრთელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკვლევის სტატისტიკურ მონაცემებს. კვლევამ აჩვენა, რომ ოთხიდან ერთი მოზარდი ((24,3 %), სულ ცოტა დღეში სამ საათს ატარებს კომპიუტერთან და ინტერნეტთან, ხოლო დასვენების დღეებში ეს პროცენტი თითქმის ორმაგდება და აღწევს 41%.


მოტანილი მონაცემების საფუძველზე ცხადი ხდება, რომ ახალგაზრდობისინტერნეტზე დამოკიდებულებას მისი ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სერიოზული ზიანი მოაქვს. მოზარდების მიერ ინტერნეტის არაზომიერი და უკონტროლო მოხმარების აქტიური შესწავლა გვაძლევს საშუალებას დავასკვნათ, რომ მოცემული პრობლემის მიმართ თერაპიული მიდგომა არაა მხოლოდ ფსიქოლოგების, ფსიქიატრების, სოციალური მუშაკებისა და ფსიქიკური დაავადებების სხვა სპეციალისტების საქმე.

No comments:

Post a Comment