Friday, June 20, 2014

შიში თუ ფობია?



შიში და ფობია ყოველთვის აქტუალური თემები იყო. ბევრს ჰგონია, რომ ფობია და შიში ერთი და იგივეა.  მაგრამ - არა. მათ შორის დიდი განსხვავებაა.
ქართულ ენაში ბოლოსართი -ფობია, -ფობი (წარმოიშვა ბერძნ. φοβία, φόβος „ფობია“, „ფობოს“ — შიში) გამოიყენება ტექნიკური ხმარებისთვის. მაგალითად, ფსიქიატრიაში მის საშუალებით ადგენენ სიტყვას, რომელიც გამოხატავს არარაციონალურ, უსაბაბო შიშს გამოწვეულს ფსიქიკურ დაავადებით (მაგ. აგორაფობია). ისინი ასევე გამოხატავენ სიძულვილს გარკვეული საგნისა, თუ მოვლენის მიმართ. ბოლოსართის ანტონიმია -ფილია.
 ყველა ადამიანს აქვს რაღაცის შიში, მაგრამ, ფბია ყველას არააქვს. როცა გეშინია მელოტი აკაცის, რომელიც დაგემუქრა, ეს არის შიში იმ ადამიანისამი, მაგრამ რცა ყოველი მელოტი ადამიანის გეშინია, ეს უკვე ფობიაა. ყველა ადამიანს სხვადასხვა ფობია აქვს, ძალიან ბევრს ისეთი რამის ეშინია, რაც სხვებისთვის შეიძლება სასაცილო იყოს. მაგალითად ენტემფობია - მწერების შიში. ძალიან ბევრ ადამიანს მიცვალებულების ეშინია. 
ფობიები სიმწვავის მიხედვით განსხვავდება. ზოგიერთ ადამიანს მარტივად შეუძლია თავი აარიდოს შიშის საგანს და შედარებით გულგრილად შეხედოს ამ საკითხს. სხვები სრულ პანიკაში ვარდებიან და საკუთარ თავზე კონტროლს კარგავენ. ადამიანთა უმრავლესობას ესმის, რომ მათი შიში ირაციონალურია, მაგრამ მათი თავდაპირველი პანიკური რეაქციის დაძლევა არ შეუძლიათ.
ჩამოგითვლით რამდენიმე ფობიას;

ნომოფობიამობილურის არქონის შიში
ერთი შეხედვით შეიძლება ეს სისულელედ მოგვეჩვენოს , მაგრამ დიდ ბრიტანეთში ჩატარებულმა გამოკითხვამ ცხადყო რომ 53 % მოსახლეობისა , რომელიც მობილურით სარგებლობს , უცნაურ არასასიამოვნო გრძობას განიცდის ასე ვთქვათშიშს” , როდესაც ისინი მომსახურების ზონიდან გადიან.

ემეტოფობიაგულისრევის შიში
ეს უფრო მეტ ადამიანს ეხება ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ და ხშირად მათ ამის გამო ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საშინელი პრობლემები ექმნებათ , ზოგი მათგანი ხანდახან საკვების მიღებაზეც კი ამბობს უარს.

ალბუტოფობიააბაზანის მიღების შიში
დაბანვის შიში უმეტესად ბავშვობის დროინდელ ფსიქოლოგიურ ტრავმასთან არის დაკავშირებული , მაგალითად ნათესავის ან მეგობრის დახჩობამ შეიძლება დაბანვის ან საერთოდ წყლის შიში გამოიწვიოს.
გეფიროფობიახიდების შიში
ფობიებისუმეტესობა ხშირად სხვა უფრო ჩვეულებრივშიშებსუკავსირდება , აი მაგალითად გეფიროფობია ანუ ხიდების შიში მიუთითებს რომ ადამიანს სიმაღლის და გახსნილი სივრცის შიში აქვს.

ფაგოფობიაგადაყლაპვის შიში
ხალხს რომელთაც ფაგოფობია სჭირთ ხშირათ უბრალოდ წყლის დალევის შემდეგაც შეიძლება შეტევა დაემართოთ ან თუნდაცდაიხჩონ” , თუმცა ამის მიზეზი სულაც არ იქნება ფიზიკური , მათი გონება აიძულებს მათ წყლის დალევა დახჩობათ აქციონ.

ტეტრაფობია – 4-ის შიში
ეს შიში გავრცელებულია აღმოსავლურ ქვეყნებში , მიზეზი კი ამისა გახლავთ ის რომ სიტყვასიკვდილიდა ”4” ომონიმებია (ანუ ერთნაირად იწერება) ჩინურსა და კიდევ რამდენიმე აზიურ ენაში.

ქოულროფობიაკლოუნების შიში
საკმაოდ გავრცელებული ფობია აშშ-ში.


აუტოფობია (ან მონოფობია) – საკუთარი თავის შიში
ეს ალბათ ყველაზე უარესია ფობიებს შორის , ამის სახესხვაობათ შეიძლება ჩაითვალოს საკუთარ თავთან მარტო დარჩენის შიში , თუმცა ამ ფობიის სპექტრი გაცილებით ფართოა , ამ ფობიის ყველაზე ცუდი სიმფტომი ისაა , რომ ვისაც ეს ფობია სჭირს კარგავს საკუთარი თავის ნდობას მისთვის ძნელია გაერკვეს სადაა რელობა რადგან ფიქრობს რომ საკუთარი სხეული შეიძლება მას ატყუებდეს.

ეს ფობიების მცირე ჩამონათვალია, თუმცა ფობიების ჩამონათვალი მრავალფერვანია და შიშსა და ფობიას შორის დიდი განსხვავებაა. 

No comments:

Post a Comment