Saturday, June 21, 2014

ქოლგა

  როდესაც მკვლევარები შეეცადნენ გაერკვიათ რამდენი წლის იყო ქოლგა, ცოტათი დაიბნენ კიდეც, რადგან ამ ნივთის წარმოშობის თარიღის დადგენა რთული აღმოჩნდა.
 ქოლიგის პირველი გამოსახულებები არქიტექტორების აზრით, 3000 წელზე უფრო დიდი ხნისაა. ქოლიგის პირველსახე უძველეს ხანაში ჩინელ დიდებულებს ეჭირათ ნახატებზე, აქედან გამომდინარე ჩინელები ქოლგის გამოგონებას საკუთარ თავს მიაწერენ. არსებობს ლეგენდაც, იმის შესახებ, რომ საუკუნეების წინ ცოლზე უზომოდ შეყვარებულმა საყვარელი მეუღლისათვის დაამზადა "სახურავი, რომელიც სულ თან აქვს". ასე , რომ ეჭვგარეშეა, რომ ქოლგა ჩნელების გამოგონილია.
 ძვ. საბერძნეთში ქალბატონები პატარა ქოლგებს ყოველდღიური სამოსის განუყოფელ ატრიბუტად კერავდნენ და ზედ ღმერთებისა და ქალღმერთების გამოსახულებებს ახატავდნენ. საბერძნეთიდან ქოლგები რომშიც გავრცელდა, არსებობს არაერთი იმ დროინდელი ჩანაწერი რომელშიც საუბარია თუ როგორი პატივით ეჭირათ მსახურებს ქოლგები თავიანთი ქალბატონებისთვის.
 პირველი ქოლგა ძალიან განსხვავდებოდა ამჯამინდელისაგან, ის 2 კგ-მდე იწონიდა და ერთ მეტრზე უფრო გრძელი სახელური ჰქონდა. ტარს ბამბუკისგან ამზადებდნენ და ზედა საფარს სპეციალური ქღალდის ფრინველების ბუმბულების ან პალმის ფოტლებისაგან.
 მას შემდეგ რაც ქოლგას დიდგავროვნების განმსაზღვრელი მისია ჩამოშორდა, აქსესუარის პოპულარულობა და მრავალფეროვნება მსოფლიოში წლიდან წლამდე იზრდებოდა.დროთა განმავლობაში ქოლგის დიზაინი თანდათან დაიხვეწა, 1850 წელს იგი უკვე თნამედროვე ქოლგად იქცა. მექანიკოსმა სამუელ ფოქსმა პირველმა დააპატენტა ქოლგა რკინის სახელურითა და წყალგაუმტარი ქსოვილით, სწორედ მისი მეშვეობით გაიხსნა მთელს ევროპაშ ქოლგის პირველი მაღაზია. "ჯეიმს მისი ბიჭები"1850 წელს, ლონდონში, ოქსფორდის ქუჩაზე გაიხსნა და იგი დღემდე ფუნქციონირებს.
 არც თუ ისე დიდი ხნის წინ კანადაში გაჩნდა " მყვირალა ქოლგა" მის სახელურში ცჩამაგრებულია მოწყობიულობა ღილაკით, მასზე თითს დაჭერისას ნივთ გამოსცემს ხმაურს, რომელიც ძაღლებს აფრთხობს.
 აშშ-შ გამოიგონეს უცნაური ქოლგა რომელის ზედა ნაწილშიც ჩადგმულია ნათურა, ასეთი მოწყობილობა აა მხოლოდ წვიმაშ იცავს ადამიანს არამედ გზასაც უნათებს ცუდი ხილვადობის პირობებში. 
ტოკიოშ კი ინტერნეტ ქოლგის შსაქმნელად მიმდინარეობს მუსჰაობა, მას უკაბელო ინტერნეტ კავშირი ექნება და მისი მფლობელი წვიმის დროს ქუჩაშ ყოფნისას შეძლებს ინტერნეტით სარგებლობას. საინტერესოა როგრო ქოლგებს გამოიგონებენ დროთა განმავლობაში?!

No comments:

Post a Comment