Saturday, June 21, 2014

ჯაზის შავი პრინცი...

თანამედროვე ჯაზის დიდოსტატების მთელი პლეადის აღმომჩენათ ინოვატორი მუსიკოსი, მაილ დევისი გვევლინება.

 თავისუფალი ჯაზი იყო ერთადერთი ომისშმდგომი სტილი, რომელზეც დევისს მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია. მისმა ჩანაწერებმა მისივე მრავალრიცხოვანი ბენდების ცოცხალ შემსრულებლებთან ერთად გადამწყვეტი როლი შეასრულა ჯაზის, როგორც მუსიკალური ხელოვნების, ჟანრის დამკვიდრებაშ.
 მაილს დევისი 1926 წლის 25 მაისს ილინოისის შტატშ დაიბადა. მშობლები სჰვილს ანებივრებდნენ, დედამისი სკოლის მასწავლებელი იყო და რა თქმა უნდა სურდა, რომ მის შვილს კარგი განათლება მიეღო. იგი სკოლის პარალელურად პიანინოზეც დაყავდათ.
 13 წლის ასაკშ დევისმა მამისგან საჩუქრად საყვირი მიიღო, დაკვრა შეისწავლა და სასკოლო ბიგბენდში ორკესტრის მუსიკოსების სტილში დაიწყო დაკვრა.იგი პერიოდულად ადგილობრივ ჯაზ ჯგყფებთან ერთადაც გამოდიო და ჯაზი მისი ცხოვრების გამუყოფელ ნაწილად იქცა. სკოლის დამთავრების შემდეგ იგი ორკესტრთან ერთად ნიუიორკში გაემგზავრა, ჩასვლისთანავე დევისმა მუსიკალურ სკოლაში ჩააბარა.
 1949 წელს მაილს დევისმა საკუთარი 9 კაციანი ბენდი ჩამოაყალიბა, აღსანიშნავია, რომ შავკანიანი დევისის მიერ შექმნილი ბენდის წევრების უმრავლესობა თეთრ კანიანები იყვნენ.
 1949 წლის ბოლოს დევისი ბენდი ევროპის მაშტაბით ტურნეშ გაემგზავრა, ამ პერიოდის დამსახურებაა ე.წ. "ქულ ჯაზის დაბადება" ამ ბენდმა დიდ ხანს ვერ იარსება და დაშლის შემდეგ რამდენიმე წელში მაილსმა გამოუშვა ახალი ამბომი სახელწოდებით "მაილს დევისი" რომელიც ახალ შემადგენლობასთან ერთად ჩაწერა. 1979 წელს მაილს დევისმა სასიყვარულო ურთიერთბა გააბა მსახიობ სესილი ტაისონთან, რომლის მეშვეობითაც კიდევ ერთხელ მოახერხა ნარკოტიკებისთვის დავის დანებება, 1982 წელს მათ იქორწინეს მაგრამ მალევე დაშორდნენ ერთმანეთს.
 თავისი ბოლო ალბომი მან1985 წელს ჩაწერა და და 1991 წლის 28 სექტემბერს ერთდროულად პნევმონიით და გულის შეტევით გარდაიცვალა.
 მას თაყვანისმცემლებიო სიყვარულით " ჯაზის შავ პრონცს"უწოდებენ, თავის ავტობიოგრაფიულ წიგნს დევისი ამ სიტყვებით იწყებს: " ახლა უფრო მეტად მსურს მუსიკის შექმნა და შესრულება , ვიდრე მაშნ, როცა მოღვაწეობას ვიწყებდი. თითქოს ეს წყევლაა. ღმერთ ჭკუიდან ვიშლები, როცა დავიწყებულ მუსიკალურ თემას ვიხსენებ! საწოლში ვწვები და მხოლოდ მუსიკაზე ვფიქრობ. ვიღვიძებ და ისევ მუსიკა. ის ყოველთვის ჩემთანაა, ძალიან მიხარია, რომ მან არ მიმატოვა!"

No comments:

Post a Comment