Friday, June 20, 2014

ავტომობილები თბილისში




ამბობენ, საქართველო მატერალურად ღარიბი ქვეყანაა, ხალხს უჭირსო, მაგრამ ყოველ დილით, როცა სახლიდან გამოვდივარ, ამ მოსაზრებაში ეჭვი მეპარება. აქეთ უცებ CLS ჩამიქროლებსმოსახვევიდან თავმომწონედ BMW X5 მოფრინავს, რომელსაც უკან X6 მიჰყვება..მათ შორის არის ბევრი ტაქსი დამარშუტკებითგადაყვითლებული ქუჩები. მილიონი ავტომობილის გამონაბოლქვში გახვეული პატარა თბილისი. საქართველო ხომ ყველაზე გამორჩეული ქვეყანაა, ჰოდა შესაბამისად, საგზაო მოძრაობებიც გამორჩეულია.

თქვენი აზრით რისი ვალი აქვს ნახევარ თბილისს ბანკებში?

ოთარაანთ ქვრივისცნობილი ხუთი ქისა, დღესდღეობით ბანკებმა შეცვალეს და ადამიანები თვეში ერთხელ, სახელოვანი მანქანის შესყიდვისთვის, ჯიბიდან უკანასკნელ ხურდებს ამოიჩხრიალებენ და ბანკისქისაშიჩააჩხრიალებენ ხოლმე. ასე და ამგვარად, თბილისში უამრავი მანქანა იყრის თავს და ამასთან ერთად უამრავი საგზაო დარღვევაც იკვეთება. ამას თან ერთვის მართვის მოწმობის გამოცდის გაიოლებული ფორმით ჩაბარება, (ვგულისხმობ ავტომატიკაზე ჩაბარებას) რაც ქუჩაში მოძრაობას უფრო გაართულებს, უფრო მეტად გავიგებთ ხანგრძლივი დროით დასიგნალებებსა და მძღოლებს შორის ხანგრძლივმოკითხვებს.“  

მგონია, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ტერმინიპიკის საათიაღარ უნდა გამოიყენონ, რადგანპიკის საათიაქ მთელი დღის განმავლობაშია. 6-დან 8 საათამდე კი პიკისპიკის საათია.“ ქართული ქუჩების მდგომარეობა უცხოურისგან ნათლად განსხვავდება.

და რა უნდა ვქნათ მაშინ, როდესაც ბენზინი ძვირდება და  გვყავს ძირადღირებული მანქანა, რომელიც ბლომად საწვავს  მოითხოვს..გამოსავალი მარტივია - მანქანები გაზზე გადაგვყავს. მხოლოდ საქართველოში ნახავთ მაგალითად, გაზზე მოსიარულე  „PRADO-ჯიპს ან სხვა რომელიმე მაგარ ავტომობილს.
ასე რომ, ვეცადოთ ჩვენს მანქანებს ჰქონდეთ გადაადგილების დანიშნულება და უარი ვუთხრათმარიაჟობას..“


მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო.“  მე მხოლოდ საქართველოს მოყვარე ვარ..

No comments:

Post a Comment