Friday, June 20, 2014

პაპესა იოანა (რომის პირველი ქალი პაპი)

იოანას საერო სახელი აგნესა ყოფილა. მისი მამა მისიონერი იყოის იმ თეოლოგების სიაში ეწერა, რომლებიც ინგლისიდან გამოგზავნეს გერმანული წარმართი ტომების გასაქრისტიანებლად. აგნესას დედა ადრე გარდაეცვალა და ბავშვი მამასთან ერთად მოგზაურობდა..ერთ-ერთი ასეთი მოგზაურობის დროს მოწინააღმდეგებმა აგნესას მამას ქვით თავი გაუტეხეს და ხელი მოტეხეს. მამის დასახმარებლად ქალიშვილი გამოჩნდაის თავიდანვე გამოირჩეოდა  ფენომენალური მახსოვრობით და მსახიობური ნიჭით. ხალხში თამამმა გამოსვლებმა აგნესას სახელი მოუტანაგოგონა თურმე თავიდანვე ბიჭის ტანსაცმელში იყო გამოწყობილი და ბიჭის როლს თამაშობდაეს იდეა მერე და მერე აგნესას  ლუკმა-პურის შოვნის ერთადერთ საშუალებად იქცაროცა მას 14 წელი შეუსრულდა, მამა გარდაეცვალა. გადაწყვიტა მონასტერში წასულიყო იმავე სტატუსითბერებთან აგნესამ იოანა ლანგლუი დაირქვა.
იოანამ მალევე გამოიჩინა თავი ნიჭით და შრომისუნარიანობით. ბერებმა შეიყვარეს ახალიძმა”. ლანგლუი ერთ-ერთ მონაზონს დაუახლოვდა და ყველაფერი მოუყვა თავის შესახებ. ორ ახალგაზრდა ბერს  უკვე სულ ერთად ხედავდნენტრაპეზზე, სეირნობისას, წირვა-ლოცვის დროსეს კი ეჭვს იწვევდა. აბა, ვინ მოიფიქრებდა, რომ იოანა ქალი იყო. მათ ჩამოხრჩობა ემუქრებოდათსაყვარლები გაიქცნენ. სადაც არ უნდა მოხვედრილიყვნენ, იოანა ყველგან ჩანდა. დიდ საჯარო კამათებში მონაწილეობდა  და ხმამაღლა ქადაგებდა. მამაკაცის კოსტუმზე ისევ არ ამბობდა უარს. მალე იოანას საყვარელი ავადმყოფობის გამო გარდაიცვლააგნესამ ათენში გადაწყვიტა წასვლა. იქ მან ფილოსოფიური სკოლა წარმატებით დაასრულა და რომში ჩავიდა. რომში ის მალევე დაუახლოვდა რომის პაპის კარს, პასუხიმსგებელი მდივნის ადგილიც მოიპოვა და რომის მაშინდელი პაპის, ლევ IV-ის, დიდი ნდობა და სიყვარული დაიმსახურა.


რომის პაპმა სიკვდილის წინ დაიბარა, რომ მისი ერთადერთი მემკვიდრე იოანა ლანგლუი უნდა ყოფილიყოაგნესა ერთხმად აღიარეს პაპად.
შუასაუკუნეების ქრონიკები შიშით ყვებიან იოანა VIII-ის დროინდელი საშინელი უბედურებების შესახებ. მიწისძვრამ ნახევარი იტალია დაანგრია. საფრანგეთს სარანჩების ულევი რაოდენობა შემოესია. მერე ეპიდემია გაჩნდა და ..
პაპის მმართველობას რბილს და ჰუმანურს უწოდებდნენ. მის საიდუმლოს ალბათ ვერასდროს ვერავინ გაიგებდა, რომ არა ერთი შემთხვევითობაიოანა დაფეხმძიმდა. ეს ძალიან დიდი რისკი იყო მისი მხრიდანამბობენ, კარის ერთ-ერთ კაპელანს, როგორღაცპაპის ნამდვილი სქესი დაუდგენია. აგნესამ მას გასაჩუმებლად ერთი ღამე აჩუქა.
უკვე ფორმებშეცვლილი იოანა საყვარელმა გადამალა და გამოაცხადა, რომ პაპი შეუძლოდაამაგრამ, მეცხრე თვის დასაწყისში, როცა პუბლიკის წინაშე წარდგომა უკვე ძალიან საშიში იყო, რომში ეპიდემიამ იფეთქახალხი ითხოვდა, რომ პაპს საზეიმო სვლა ჩაეტარებინა და ყველას ერთად ღმერთისთვის შველა ეთხოვააგნესას ვერ გადაეწყვიტა რა ექნა. ის დროს წელავდა მშობიარობის მოლოდინში, მაგრამ ხალხი უკვე დაჟინებით მოითხოვდა მის ჩამოსვლას.


857 წლის 20 ნოემბერს მშვენიერი ამინდი იდგა რომში. ხალხი უკვე გარეთ იყო გამოსულისვლა რომ დაიწყო, ხალხმა კარდინალების მკლავებზე დაყრდნობილი იოანა დაინახეს. ის ძლივს ადგამდა ფეხებს


უცებ მას წინასამშობიარო ტკივილები დაეწყო. პაპი ძლივს იკავებდა თავს, რომ არ დაეყვირა. ოფლი სდიოდა. კანკალებდა. უცებ ცაზე შავი ღრუბლები გამოჩნდა. ჭექა-ქუხილი ატყდამაგრამ ამინდის უცაბედი შეცვლა უკვე აღარავის აინტერესებდარომის პაპი ხმამაღლა ღრიალებდა. ტიროდა.


  რომალები საშინელი სცენის მომსწრეები გახდნენ: იოანა VIII ძირს იწვა, სისხლში და აგონიაში. იქვე უკვე გარდაცვლილი ახალშობილი ეგდო

No comments:

Post a Comment